ფეხბურთი

16:35 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაზემირომ შესაძლოა კარიერა MLS-ში გააგრძელოს

„ინტერ მაიამის“ კაზემიროს დამატება სურს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ამერიკულმა კლუბმა ბრაზილიელის გარემოცვასთან მოლაპარაკებები დაიწყო და პირველი შეთავაზებაც გაუკეთა.

კაზემირო მაიამიში გადასვლას გეგმავს, რადგან კლუბის ამბიციური პროექტიც და ქალაქში ცხოვრების პერსპექტივაც მოსწონს.

გარიგება ფინანსურ წინადადებაზეა დამოკიდებული, რადგან ბრაზილიელმა ევროპიდან და საუდის არაბეთიდანაც მიიღო შეთავაზებები.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089228