იგორ ტუდორი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს. ინფორმაცია ინგლისელებმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.
ტუდორს და მის სტაფს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის და სამსახურიდან დაითხოვეს. ჯერ უცნობია, ვინ იქნება „ტოტენჰემის“ ახალი მწვრთნელი.
ტუდორი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გაუშვეს გუნდიდან: ოქტომბერში ის „იუვენტუსმა“ გაათავისუფლა. თებერვლიდან ხორვატის თაოსნობით „ტოტენჰემმა“ 1 მატჩი მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 5 წააგო. ის ერთი მოგებაც იყო უმნიშვნელო - ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“, რადგან ლონდონელები ორი მატჩის ჯამში მაინც დამარცხდნენ (2:5, 3:2).
„ტოტენჰემს“ 28 დეკემბრის შემდეგ პრემიერლიგაში 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (5 ფრე, 8 წაგება) და გასავარდნი ზონის ზღვარზეა - „ვესტ ჰემს“ ერთადერთი ქულით უსწრებს.





