კალათბურთი

19:59 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მერკვილაძის 11 ქულა ბელგიის ჩემპიონატში

ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული ჩემპიონატის 25-ე ტურში „ოსტენდემ“ სტუმრად „დენ ჰელდერი“ დამაჯერებლად, 100:74 დაამარცხა.

ალექსანდრე მერკვილაძემ 18 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ალექსმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.

„ოსტენდე“ 20 მოგებით და 6 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 აპრილს, „შარლერუას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160953