ფეხბურთი

23:02 | 29.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "დუბლით და მოგებით გახარებული ვარ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიეტუვის ნაკრებთან დუბლისა და გამარჯვების (2:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, რთული თამაში იყო, მაგრამ მოგებისთვის ყველაფერი გააკეთეს:

„რთული თამაში იყო, ლიეტუვამ კარგად ითამაშა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო, რადგან ვიცოდით, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა მოგება და მოვიგეთ, ჩემი ორი გოლითაც გახარებული ვარ. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავდა, ყველა კარგად შეეწყო გუნდს. ივნისში კიდევ ორი თამაში გვაქვს და მოვემზადებით სექტემბრის მატჩებისთვის“, - თქვა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძემ 22-ე და 23-ე გოლები გაიტანა ეროვნულ ნაკრებში და ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ დაეწია, შემდეგ გადაასწრო, ხოლო ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძის რეკორდამდე კი მხოლოდ 3 გოლი რჩება. ჟორჟმა მესამედ დუბლი შეასრულა ნაკრებში, ერთხელ პოკერიც აქვს.

საქართველოს ნაკრებმა მარტის შეკრებაზე ორი ტესტ-მატჩი ჩაატარა, ლიეტუვამდე ისრაელთან თბილისში დაზავდა (2:2). მომდევნო შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდს 2 ივნისს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ელოდება და იმავე ფანჯარაში კიდევ ერთი სპარინგი უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ჯერ მეტოქე უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158091