საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიზო მამაგეიშვილმა ლიეტუვის ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, სასიამოვნოდ გაკვირვებულია, რომ ორივე სპარინგში შეუცვლელად ათამაშეს:
„ძალიან სასიამოვნოა, რომ მოვიგეთ, გოლიც არ გავუშვით, რაც სასიხარულოა. უპირატესობასაც ვფლობდით. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნდობა დავიმსახურე, ორივე თამაში შეუცვლელად ვითამაშე. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და რა თქმა უნდა, მოტივაციაა დებიუტანტისთვის ასეთი ნდობა. ვეცდები, ჩემი შეცდომები გამოვასწორო, შემდეგში კიდევ უფრო უკეთესი ვიყო და პირველ რიგში, გავამართლო გულშემატკივრის, ქართველი ხალხის, სტაფის და ფეხბურთელების იმედები“, - თქვა მამაგეიშვილმა.
საქართველოს ნაკრებმა მარტის შეკრებაზე ორი ტესტ-მატჩი ჩაატარა, ლიეტუვამდე ისრაელთან თბილისში დაზავდა (2:2). მომდევნო შეხვედრა ვილი სანიოლის გუნდს 2 ივნისს, თბილისში, რუმინეთის ნაკრებთან ელოდება და იმავე ფანჯარაში კიდევ ერთი სპარინგი უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ჯერ მეტოქე უცნობია.





