ფეხბურთი

0:31 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "კომპანის სანამ დავნიშნავდით, გვარდიოლას დავურეკეთ"

ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ვენსან კომპანის დანიშვნამდე პეპ გვარდიოლას ესაუბრნენ და ბელგიელ სპეციალისტს რეკომენდაცია სწორედ ესპანელმა გაუწია.

„როდესაც ვენსანის გაფორმებამდე პეპ გვარდიოლას დავურეკეთ და ვკითხეთ, რას ფიქრობდა მასზე, მან გვითხრა, რომ შეგვეძლო თვალდახუჭული მისი აყვანა. თავიდან სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი: ის იყო მეოთხე ან მეხუთე ვისთანაც ვისაუბრეთ. პირველ რიგში, იულიან ნაგელსმანზე, რალფ რანგნიკზე, თომას ტუხელზე და ოლივერ გლასნერზეც კი ვფიქრობდით“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ ვენსან კომპანი „ბაიერნს“ 2024 წლიდან წვრთნის, ხოლო მანამდე „ბარნლისა“ და „ანდერლეხტში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093238