ფეხბურთი

11:30 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "თუ ისაკში 150 მილიონი გადაიხადეს, მაშინ, კეინი 250 მილიონი ღირს"

ული ჰიონესმა ჰარი კეინზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ინგლისელ ფორვარდს შეუძლია 3-4 წლის განმავლობაში იგივე დონე შეინარჩუნოს, რომელზეც ახლაა.

„კეინის კონტრაქტის განახლება? ეს ოცნება იქნებოდა. მისი კონტრაქტი 2027 წელს იწურება. ის არაჩვეულებრივად ზრუნავს საკუთარ სხეულზე, მას შეუძლია უმაღლეს დონეზე კიდევ სამი ან ოთხი წელი დარჩეს. ის „ბაიერნთან“ არის დაკავშირებული. მაგრამ არასდროს იცი, რა მოხდება, თუ საუდის არაბეთის კლუბი უზარმაზარი შეთავაზებით შემოვა...

თუ ალექსანდერ ისაკში 150 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაშინ ჰარი კეინი დღეს 250 მილიონი ევრო ღირს“, - აღნიშნა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი „ბაიერნში“ 2023 წლიდან თამაშობს და დღემდე 136 მატჩში 133 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088804