ფეხბურთი

14:00 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა გუნდიდან მესის გაშვებაზე: "გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, 2021 წელს გააკეთეს არჩევანი, რომელიც უნდა გაეკეთებინათ, როცა არგენტინელი ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვეს.

„გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. ლეო კარიერის დასასრულს უახლოვდებოდა და ახალი გუნდის აშენება გვჭირდებოდა. მინდოდა, რომ მას კარიერა „ბარსელონაში“ დაესრულებინა. ვცადეთ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, კლუბის ფინანსების აღდგენაც მოგვიწია და ეს არჩევანი გაკეთდა. მესი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა, კუბალასა და კრუიფის მსგავსად. ის იმსახურებს ქანდაკებას და საზეიმო მატჩს. „ბარსელონა“ მისი სახლია. ადრე თუ გვიან, ჩვენი ინტერესები კვლავ გადაიკვეთება“, - აღნიშნა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, ხოლო შემდეგ კარიერა „ინტერ მაიამიში“ განაგრძო, სადაც დღემდე თამაშობს. "ბარსელონაში" მესიმ 778 მატჩი ჩაატარა და 672 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.137495