მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ „ბაიერნთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე და ასევე, იმ კრიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც „რეალის“ ფეხბურთელებს ავტომატურად იღებენ:
„ალბათ, „ბაიერნი“ ამჟამად არის გუნდი, რომელიც ყველაზე კარგ ფორმაშია, მაგრამ თუ არსებობს გუნდი, რომელსაც „ბაიერნის“ დამარცხება შეუძლია, ეს მადრიდის „რეალია“.
„რეალში“ უნდა იცოდე, როგორ გაუმკლავდე კრიტიკას. ეს მოხდა რონალდუს, დი სტეფანსო შემთხვევაში, ვერ ვხედავ, რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი. უბრალოდ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე, კონცენტრაცია და გაუმჯობესდე. „რეალი“ ესპანელი ხალხისთვის რელიგიასავითაა, ბევრს საუბრობენ „რეალზე“ და სპეკულაციაც ბევრია“, - აღნიშნა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მადრიდის „რეალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი. „რეალი“ – „ბაიერნის“ მატჩები კი 7-15 აპრილს გაიმართება.





