საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ამერიკული ტურნე გამარჯვებით დაასრულა.
დიდიე დეშამის გუნდმა კოლუმბიის ნაკრებთან ადვილად მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე უძლიერესი შემადგენლობით არ ყოფილა. პირველ ტაიმში დეზირე დუემ და მარკუს ტურამმა გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევარში დუემ დუბლი შეასრულა და სხვაობა სამამდე გაზარდა. კოლუმბიამ ბოლოს პრესტიჟის გოლი გაიტანა, რომელიც იამინტონ კამპასის აქტივშია - 3:1 საფრანგეთის სასარგებლოდ.
დეზირე დუე გახდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან ეს 20 წლისა და 9 თვის ასაკში შეძლო. რეკორდი ისევ კილიან მბაპეს ეკუთვნის, რომელიც 19 წლის და 6 თვის იყო, როცა ნაკრებში დუბლი მიითვალა.
საფრანგეთის ნაკრებმა მარტის შეკრებაზე ორივე მატჩი მოიგო - მანამდე ბრაზილიის ნაკრებიც დაამარცხა (2:1).
მუნდიალამდე „მამლები“ 4 ივნისს, კოტ დივუართან კიდევ ერთ სპარინგს გამართავენ.





