კალათბურთი

10:29 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილი: "გოგას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მძულდა, რადგან ის იყო ერთადერთი, ვინც ჩემს სროლებს ბლოკავდა"
სანდრო მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი: 19 ქულა და მატჩის MVP "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ

NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, საიდანაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კანადაში შედგა, სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ დარბაზში გოგა ბითაძის "ორლანდო" მეჯიქს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 139:87 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად კანადელთა ქართველი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილი გახდა, რომელმაც მატჩი 19 ქულით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ სანდრომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გოგა ბითაძესთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა.(ბმულზე იხილეთ მატჩის გამორჩეული მომენტები)

"ძალიან კარგი მატჩი გამოგვივიდა და მოხარულები ვართ გამარჯვებით. ჩემი თამაშს, რაც შეეხება თანაგუნდელების გარეშე არაფერი გამოვიდოდა განსაკუთრებით, როდესაც გუნდში სკოტ ბარნესის მსგავსი თანაგუნდელი გყავს. მასთან ერთად თამაში გაცილებით მარტივი ხდება, რადგან ის არის გუნდური მოთამაშე, სწრაფად აზროვნებს, ზედმეტს არაფერს აკეთებს და ზუსტად იცის, როდის უნდა მოგაწოდოს პასი. მე უბრალოდ გავრბივარ, უკან ვიყურები და იმედი მაქვს, რომ პასს მომაწვდის და ისიც სწორედ ამას აკეთებს. ჩვენი წარმატების საიდუმლო სწორედ ამ გუნდურობაშია, იმედი მაქვს ასე თამაშს გავაგრძელებთ და მეტ თამაშებს მოვიგებთ.

"რაც შეეხება ჩემი და გოგას დაპირისპირებას, მის წინააღმდეგ თამაში 6-7 წლის ასაკიდან მიწევს და მასთან შეხვედრა ყოველთვის მძულდა, რადგან ის იყო ერთადერთი ვოინც ჩემს ნასროლს ბლოკავდა. მაშინ გოგა ძალიან მაღალი იყო.

"გოგას გამო ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველთვის სასიხარულოა მასთან შეხვედრა. ის ყოველთვის, როდესაც მოედანზე შემოდის თავის საქმეს აკეთებს და გუნდს ეხმარება, თუმცა იმედი მაქვს მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა. გოგა ჩვენს ქვეყანას უმაღლეს დონეზე წარმოაჩენს და ეს გასაოცარია", - განაცხადა მამუკელაშვილმა.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 21:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულას, 4 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრო მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, როდესაც ის პარკეტზე იყო მისი გუნდი "ტორონტომ" მეტოქე გუნდზე 47-ით მეტი ქულა ჩააგდო.



რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მას დღევანდელ შეხვედრაში სათამაშოდ 10:11 წუთი ერგო და ხსენებულ დროში 6 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 42 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო გოგა ბითაძის "ორლანდო" მე-8 პოზიციაზეა, მათი ბალანსი 39 მოგება და 35 მარცხია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096273