ფეხბურთი

12:34 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული გამოცემა: მამარდაშვილმა "ლივერპულური" კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი კვირისთვის თავდაჯერება აიმაღლა"

მარტის სანაკრებო შესვენების შემდეგ, სადაც გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, "ლივერპულში" ბრუნდება და ინგლისური კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კვირისთვის დაიწყებს მზადებას. მამარდაშვილის საკითხზე დიდი ყურადღება გაამახვილა ბრიტანულმა გამოცემა Rousingthekop-მა და ქართველს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

"მას შემდეგ, რაც მოულოდნელად ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო გიორგი მამარდაშვილი არნე სლოტისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და ალბათ ის შვებით ამოისუნთქავდა, მას შემდეგ რაც გიორგი "ლივერპულში" ჯანმრთელი ბრუნდება.

ახლა მამარდაშვილი "ლივერპულური" კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი კვირისთვის ემზადება და ნაკრებში ჩატარებულმა ორმა მატჩმა, განსაკუთრებით ლიეტუვის წინააღმდეგ მას თავდაჯერება აუმაღლა.

მიუხედავად ცოტა სათამაშო დროისა მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარედ რჩება და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან ორივე მატჩში სრულად ითამაშა. გიორგისთვის განსაკუთრებით კარგი მატჩი იყო ლიეტუვის წინააღმდეგ, სადაც მისი კარისკენ მეტოქე გუნდმა 10-ჯერ დაარტყა, აქედან 3 კარში წავიდა და ქართველმა შეძლო კარის მშრალად შენახვა. მამარდაშვილისთვის ეს სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმის ფონზე, რომ "ლივერპულს" ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ტრავმირებულია, რის გამოც მინიმუმ 1 თვით იუქმებს. აქდან გამომდინარე მერსისაიდელთა კარს "სიტისთან" და "პარი სენ-ჟერმენთან" (ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში) სწორედ მამარდაშვილი დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.21338