ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფება, სადაც მონაწილეობას Tiriac Open-ის (ATP 250-იანი) ტურნირში იღებს მონაწილეობას.
34 წლის ნიკოლოზმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ნახევარფინალში პოლონელ დანიელ მიხალსკის (ATP 266) დაუპირისპირდა, მეტოქე დამაჯერებლად ორ სეტში: 6:4, 7:5 დაამარცხა და კვალიფიკაციის ფინალში გააღწია.
კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრიელi იური როდიონოვი (ATP 177) იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ მომენტისთვის ATP-ი რეიტინგში 134-ე ადგილს იკავებს







