ფეხბურთი

15:20 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტი გამოიკვეთა: "ტოტენჰემი" მთავარი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს

ლონდონის "ტოტენჰემი" მთავარი მწვრთნელის ძიებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს და ცნობილი ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით ერთ-ერთი ფავორიტი, იტალიელი სპეციალისტი რობერტო დე ძერბია.

როგორც SkySport-ი იტყობინება მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მეტიც დე ძერბიმ უკვე გამოთქვა მზაობა, რაც შეიძლება მალე ჩაიბაროს გუნდი. თავის მხრივ ეს განვითარება ხელს უწყობს "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობასაც, რომლებსაც სურთ რაც შეიძლება მალე მოაგვარონ აღნიშნული საკითხი, რათა გუნდი სტაბილურ განვითარებას დაუბრუნდეს. დიდი ალბათობით მხარეები უახლოეს საათებში მიაღწევენ სასურველ შედეგს და ლონდონელები ამ ყველაფერს ოფიციალურად დაადასტურებენ.

მას შემდეგ რაც "ტოტენჰემი" უმწვრთნელოდ დარჩა, ბრიტანული მედია აქტიურად წერდა, რომ იგორ ტუდორის ჩანაცვლების მთავარი ფავორიტი შონ დაიჩი იყო.

შეგახსენებთ, რომ გუშუნ "ტოტენჰემიდან" ხორვატი სპეციალისტი იგორ ტუდორი დაითხოვეს. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 1 მატჩი მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 5 წააგო. ის ერთი მოგებაც იყო უმნიშვნელო - ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“, რადგან ლონდონელები ორი მატჩის ჯამში მაინც დამარცხდნენ (2:5, 3:2).

„ტოტენჰემს“ 28 დეკემბრის შემდეგ პრემიერლიგაში 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (5 ფრე, 8 წაგება) და გასავარდნი ზონის ზღვარზეა - „ვესტ ჰემს“ ერთადერთი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.197259