ფეხბურთი

14:37 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" "ბაიერნთან" მატჩებში ტიბო კურტუა ვერ დაეხმარება

მადრიდის "რეალის" ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას მდგომარეობა უფრო გაუარესდა და დაზიანება იმაზე მეტად სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა. ამის გამო დიდია შანსი, რომ ბელგიელი კლუბს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნთან" გასამართ ვერცერთ მატჩში ვერ დაეხმარება.

ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა როგორც Espn-ი იტყობინება კურტუა ჯერაც ვერ ახერხებს ვარჯიშის დაწყებას, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა მისი ყოფნა "ბაიერნის" წინააღმდეგ.

კურტუამ დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "სიტისთან" გამართულ საპასუხო შეხვედრის დროს მიიღო, რის გამოც ის შესვენებაზე შეცვალეს. მას მარჯვენა ფეხის მომზიდველი კუნთის ტრავმა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "რეალსა" და "ბაიერნს" შორის 7 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 15 აპრილს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081005