საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევი ზურიკო დავითაშვილი კვლავ რჩება "ბეშიქთაშის" მთავარ სამიზნედ და მის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი თურქული გამოცემა fanatik-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქართველის მიმართ ინტერესს "ბეშიქთაშთან" ერთად "ტრაბზონსპორიც" იჩენს, ისინი ზურიკოს სერიოზულად აკვირდებიან და უახლოეს პერიოდში ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.
როგორც იცით, უკვე დიდი ხანია, რომ "ბეშიქთაშის" ინტერესებზე უკვე დიდი ხანია იწერება, თუმცა რაიმე კონკრეტულ ეტაპამდე საქმე არ მისულა.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.





