იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი მაიამის მასტერსის გამარჯვებულია. მსოფლიოს მეორე ნომერი ფინალურ შეხვედრაში ჩეხ ირჟი ლეჰეჩკას დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ორ სეტში - 6:4, 6:4 დაამარცხა, რითაც კარიერაში 26-ე ტიტულის დაუფლება შეძლო.
გარდა ამ ყველაფრისა იანიკ სინერმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მან "მზიანი დუბლი" შეასრულა, რაც ერთ სეზონში "ინდიანა უელსისა" და "მაიამის
მასტერსის" მოგებას ნიშნავს.
აღნიშნული ტურნირების მოგება კი, იტალიელმა ჩოგბურთელმა სეტის წაუგებლად მოახერხა, რაც კიდევ ერთი ისტორიული შედეგია. სინერი გახდა მსოფლიოში პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც მსგავსი რამ მოახერხა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ იანიკ სინერს კარიერაში 26 ტიტული აქვს მოგებული, მან მაიამის მასტერსის მოგებით დაახლოებით 1,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.







