ფეხბურთი

17:23 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ყაზახეთის შესაბამის ასაკობრივ გუნდთნ მეორე სპარინგი ჩაატარა და ამჯერად მარცხი განიცადა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა იგივე მეტოქე ორი დღის წინ 6:2 გაანადგურა, მაგრამ ახლა 0:2 წააგო.

19-წლამდე ნაკრები ივნისში გასამართი შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება. ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

19-წლამდელები, 3-გუნდიან ჯგუფში - მონტენეგროს და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის მატჩებს, 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089963