ფეხბურთი

18:59 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ჯეკო: "იტალიას თუ უელსის ეშინია, ე.ი. რაღაც რიგზე ვერ არის"

ბოსნიის ნაკრების ფეხბურთელმა ედინ ჯეკომ იტალიის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან ისაუბრა იტალიის ნაკრების ფეხბურთელების, ფედერიკო დიმარკოს და ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს რეაქციაზე, რომლებსაც ბოსნიასთან უელსის დამარცხება გაუხარდათ:

„მიყვარს იტალიური ფეხბურთი. იქ თითქმის ცხრა წელი ვცხოვრობდი და შესანიშნავი დრო გავატარე. რა აკლია ამ იტალიის ნაკრებს? ტოტი, დელ პიერო. იტალიის ნაკრებს ხარისხი აქვს, მაგრამ ძველი იტალია სულ სხვა რამ იყო.

ყველას თავისი არჩევანი აქვს, ვისთან უნდა თამაში და ვისთან არა. განსაკუთრებით დღეს, სოციალური მედიის ეპოქაში, ყურადღებით უნდა იმოქმედო, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი ნორმალურია. დიმარკომ მომწერა, რომ არავის შეურაცხყოფა არ სურდა. ვუპასუხე, რომ პრობლემა არ არსებობს.

არ ვიცი, რატომ უნდა ეშინოდეს იტალიას უელსის ან ბოსნიის. წარმოუდგენელი ეროვნული ნაკრებია, მათ ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს და თუ უელსში თამაშის ეშინიათ, რაღაც რიგზე არ არის.

სანამ ჯანმრთელი ვარ, სანამ დახმარებას შევძლებ, ბოსნიის ნაკრებში ვიქნები. მიყვარს ფეხბურთი, ჩემი პორველი გოლი ნაკრებში 20 წლის წინ გავიტანე, ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა და ყოველი მომენტით უნდა ისიამოვნო“, - თქვა ჯეკომ.

შეგახსენებთ, რომ ბოსნია-იტალიის შეხვედრა 31 მარტს გაირკვევა და გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096852