ფეხბურთი

19:32 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერგეი ბარბარესი: "იტალიასთან თუ 1:0 დავწინაურდებით, საჯარიმოში ავტობუსს ჩავაყენებთ"

ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბარბარესმა იტალიის ნაკრებთან პლეი-ოფის ფინალის წინ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, თუ ანგარიშს ბოსნიის ნაკრები გახსნის, საკუთარ საჯარიმოში ავტობუსს ჩააყენებს, რათა მოპოვებული უპირატესობა დაიცვას.

„ყველა კარგადაა, გარდა მწვრთნელისა, რომელმაც ხმა დაკარგა… ენერგიის აღდგენისთვის დრო გვქონდა. მატჩისთვის მზადება ასევე მოიცავს თამაშის ანალიზს. თუ გოლს გავიტანთ და ანგარიში ჩვენი სასარგებლოდ 1:0 იქნება, საჯარიმოში ავტობუსს ჩავაყენებთ... მიხარია, რომ აქამდე მოვედი. ვგრძნობ და ვხედავ, რომ სიყვარული ამ მოთამაშეებისგან იბადება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატჩი იტალიისთვის, მაგრამ ასევე ჩვენთვისაც. ქვეყანაში არსებული ვითარების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბარბარესმა.

შეგახსენებთ, რომ ბოსნია-იტალიის შეხვედრა 31 მარტს გაიმართება და გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09408