ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის Tiriac Open-ის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
კვალიფიკაციის ფინალში ქართველმა ავსტრიელი იური როდიონოვი სამ სეტში - 6:4, 0:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 8 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა დღეს კვალიფიკაციაში ორი შეხვედრა მოიგო. როდიონოვამდე პოლონელი დანიელ მიხალსკი დაამარცხა ნახევარფინალში - 6:4, 7:5.
ბასილაშვილის მეტოქე ძირითადი ბადის პირველ წრეში მოგვიანებით გაირკვევა. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 134-ე ადგილზეა.







