ფეხბურთი

20:41 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "მუნდიალს ის ნაკრები მოიგებს, ვინც ყველაზე ნაკლებს გაუშვებს და არა ის, ვინც მეტს გაიტანს"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მუნდიალის განაცხადში „ფლამენგოს“ მცველი დანილო აუცილებლად იქნება და ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უფრო მნიშვნელოვანია ნაკლები გოლის გაშვება, ვიდრე მეტის გატანა:

„მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სწორ გზაზე ვართ და შემადგენლობაც ჩემს გონებაში თითქმის ჩამოყალიბებულია. დანილო 2026 წლის მუნდიალზე განაცხადში იქნება, ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ყურადღებით ვაკვირდებით ენდრიკს და მის პროგრესს, ის „სელესაოს“ მომავალია. ვინისიუსი კარგადაა, ფორმაშია და ხვალ სათამაშოდ მზადაა.

მსოფლიოს ჩემპიონატს ის ნაკრები კი არ მოიგებს, ვინც ყველაზე მეტ გოლს გაიტანს, არამედ ის, ვინც ყველაზე ნაკლებ გოლს გაუშვებს“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

ბრაზილიის ნაკრები ხორვატიის ნაკრებს 1-ელ აპრილს, საქართველოს დროით დილის 04:00 საათზე გაეჯიბრება, ივნისში კიდევ ორ სპარინგს ჩაატარებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტის და შოტლანდის შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.138793