არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ ზამბიის ნაკრებთან სპარინგი მისი გუნდისთვის კარგი გამოცდა იქნება. ასევე დააანონსა, რომ ლიონელ მესი მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.
„ვფიქრობ, 26-კაციანი განაცხადისთვის ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს და შემცირება თამაშის შედეგების მიხედვით მოგვიწევს. შესაძლოა, მავრიტანიასთან მატჩი ჩვენთვის გაფრთხილებაც კი იყო. ლეო მესი ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება. ეს თამაში ჩვენი გუნდისთვის სერიოზული გამოცდა იქნება“, - აღნიშნა სკალონიმ.
არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს შეხვდება.







