ფეხბურთი

23:03 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ გერეირო "ბაიერნს" ზაფხულში დატოვებს

რაფაელ გერეირო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

32 წლის პორტუგალიელს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი ეწურება, რომელიც არ გახანგრძლივდება, შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ გუნდში უფასოდ გადავა.

რაფაელ გერეირო „ბაიერნში“ 2023 წლიდან თამაშობს და 89 შეხვედრაში 12 გოლ გაიტანა, ხოლო მანამდე „დორტმუნდში“ 2016-2023 წლებში 224 თამაშში თავი 40-ჯერ გამოიჩინა. კარიერის სტარტზე ის საფრანგეთში - „კაენის“ და „ლორიანის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162902