ფეხბურთი

22:30 | 30.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულში" არნე სლოტი შესაძლოა ჩაბი ალონსომ შეცვალოს

„ლივერპულმა“ შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ მწვრთნელი შეიცვალოს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

იტალიელი ინსაიდერის ცნობით, „ლივერპული“ თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს ან ტიტულს ვერ მოიგებს, კლუბი არნე სლოტის გათავისუფლებას სერიოზულად განიხილავს.

„წითლების“ საბჭო განიხილავს ჩაბი ალონსოს კანდიდატურას, რომელიც ამჟამად თავისუფალია. ესპანელი ძალიან კარგად იცნობს ინგლისურ კლუბს, სადაც, როგორც ფეხბურთელი 2004-2009 წლებში თამაშობდა და არასდროს დაუმალავს, რომ მწვრთნელის რანგში „ენფილდზე“ დაბრუნება სურს.

არნე სლოტი „ლივერპულს“ 2024 წლიდან ავარჯიშებს და გუნდს გასულ სეზონში პრემიერლიგა მოაგებინა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მერსისაიდული გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088641