საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის ‘ლოკომოტივი’, 19 აპრილს პირველი ლიგის ფინალში ითამაშებს და crocobet დიდ 10-ში დაბრუნებას ეცდება.
ვინ იქნება მისი მეტოქე 5 აპრილს ვაზისუბანში გაირკვევა, სადაც პატარძეულის ‘ვეფხვები’ ფოთის ‘ფოთს’ დაუხვდება.
ფლეი ოფის მეორე ეტაპი 28 მარტს ლიდერთა ჯახით გაიხსნა. ‘ვეფხვებმა’ მეორე ადგილზე გასული ‘ლოკომოტივი’ ვაზისუბანში მიიღო. თამაში დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით - 17:16 დაამარცხეს, რითაც ფინალში თამაში დაიბევეს.
30 მარტს ფლეი ოფის პირველ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები ფოთის „პარკი არენაზე“ შეიბნენ. თამაში აქაც დაძაბული გამოდგა. დასავლურ დერბიში მასპინძელმა ‘ფოთმა’ წყალტუბოს ‘დინოზავრი’ 15:13 დაამარცხა და წინასწარ ფინალში გავიდა, ‘დინოზავრმა’ კი სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა.
28 მარტს გაიმართა პირველ ლიგაში ასვლა-დარჩენის ფლეი ოფის პირველი შეხვედრა. რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანმა გარდაბნის ‘ქვემო ქართლმა’, პირველ ლიგაში მე-9 პოზიციაზე გასულ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ „ლოკომოტივის ბაზაზე“ უმასპინძლა. უფრო გამოცდილი ‘ტაო’ უპირატესობას ფლობდა და პირველი მატჩის შემდეგ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 25:3. განმეორებითი შეხვედრა 4 აპრილს ასპინძაში გაიმართება.
RUGBY.GE







