ბოსნიის ნაკრების კაპიტანმა ედინ ჯეკომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იტალიის ნაკრებთან მატჩამდე ისაუბრა და ბოსნიელ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ იტალიის ჰიმნს ტაში დაუკრან.
„იტალიაში დიდი ხანი ვიცხოვრე, მეგობრული ქვეყანაა. როდესაც იტალიის ჰიმნი დაიწყება, ყველა ფეხზე უნდა წამოდგეს და ტაში დაუკრას, რადგან იტალია იყო პირველი ნაკრები, ვინც ომის შემდეგ ბოსნიაში, 1996 წელს ჩამოვიდა და ამხანაგური მატჩი გვეთამაშა. ამის გამო ყოველთვის მადლიერი ვიქნებით.
იტალიაში ბევრი მოგებარი მყავს, მინდორზე 90 წუთის განმავლობაში საფეხბურთო „ომი“ იქნება, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ მეგობრობას გავაგრძელებთ“, - თქვა ჯეკომ.
შეგახსენებთ, რომ ბოსნია-იტალიის შეხვედრა 31 მარტს გაირკვევა და გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.







