იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ბოსნიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ფეხბურთელებს თავდაჯერება უნდა ჩაუნერგოს და დაარწმუნოს, რომ გამარჯვება შეუძლიათ:
„ყველა, ვინც ფეხბურთს თამაშობს, ასეთ საღამოებზე ოცნებობს და მოედანზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე, უპირველეს ყოვლისა, ბიჭებს თავდაჯერება უნდა ჩავუნერგო. ვიმედოვნებთ, რომ იტალიელებს გავახარებთ. უმაღლესი დონის თამაში დაგვჭირდება. ხშირად მოგვიგია, როცა ფავორიტი არ ვიყავით, მაგრამ სულისკვეთებით, პატრიოტიზმით და სიამაყით წარმატებას ვაღწევდით, ამას ჩვენი ისტორია აჩვენებს და სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ ბოსნიისა და იტალიის ნაკრებთა მატჩი 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.





