„მანჩესტერ სიტისა“ და იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი საკვალიფიკაციო მატჩის შესახებ ისაუბრა. დღეს, 31 მარტს, იტალიის ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ზენიცაში, ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
„ყველას გვესმის მომენტის მნიშვნელობა და გვინდა შედეგის მიღწევა, მაგრამ ეს არის სწორი დაძაბულობა. უბრალოდ შენი საქმე უნდა გააკეთო და დანარჩენი მოჰყვება. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ამიტომ აღფრთოვანება და ადრენალინი ნორმალურია. მთავარია, წარსული შეცდომები არ გავიმეოროთ და საუკეთესოდ ვითამაშოთ.
„ვამაყობ იმით, რასაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მივაღწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ რთული მომენტები გვქონდა, მათ შორის ორი გამოტოვებული მსოფლიო ჩემპიონატი. გვსურს, იტალია იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რამდენად რთული იყო ბოლო ტურნირის გამოტოვება და ახლა მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გულშემატკივრებს და საკუთარ თავსაც სიხარული მივანიჭოთ “, - ციტირებს დონარუმას სიტყვებს Sky Sport Italia.
იტალია (ან ბოსნია და ჰერცეგოვინა) 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, B ჯგუფში მოხვდებიან, სადაც კანადას, კატარს და შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.





