ფეხბურთი

13:42 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირანმა ფიფას აცნობა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შედეგად ქვეყნის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ

ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას აცნობა სამხედრო კონფლიქტის გამო ქვეყნის სპორტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის საფეხბურთოს, განადგურების შესახებ.

„ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წმინდა მიწაზე უკანონო სამხედრო თავდასხმის შედეგად, ირანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით საფეხბურთოს, სერიოზული ზიანი მიადგა“, - ციტირებს ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ფაფასადმი გაგზავნილი წერილის ტექსტს.

ირანმა ადრე გააჟღერა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ეროვნული ნაკრების გამოყვანის შესაძლებლობა არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა ირანის ეროვნული ნაკრების ტურნირზე ყოფნის შეუფერებლობაზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159458