ინგლისის ნაკრების მცველი ჰარი მაგუაირი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. შეთანხმება 2027 წლამდე იქნება ძალაში, კიდევ ერთი სეზონის გახანგრძლივების პერსპექტივით, იუწყება ESPN.
გამოცემის ცნობით, მოთამაშის წარმომადგენლებსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ გარიგება სწრაფად დასრულდება.
ამ სეზონში „წითელი ეშმაკების“ მცველმა კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.





