ფეხბურთი

15:27 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კუკურელია მარესკაზე: „ვიცოდით რა უნდოდა ჩვენგან“

„ჩელსის“ მცველმა მარკ კუკურელიამ კომენტარი გააკეთა მწვრთნელ ენცო მარესკას გადადგომაზე, რომელიც 2026 წლის 1 იანვარს გამოცხადდა.

„ვიცოდით, რა უნდოდა მარესკას ჩვენგან. საკლუბო მსოფლიო თასის მოგება ასევე დაგვეხმარა, გააძლიერა კავშირი და ზეიმის დროს შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. როდესაც მწვრთნელი ასეთ ნდობას გინერგავს და გაძლევს შესაძლებლობას, იბრძოლო ტიტულებისთვის, მზად ხარ მისთვის სიცოცხლეც კი გასწირო.

მარესკას წასვლამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩვენზე. ეს კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. მე რომ მკითხოთ, ამას არ მივიღებდი. ცვლილებების შესატანად უმჯობესია სეზონის ბოლომდე დაველოდოთ. ეს ყველას, ფეხბურთელებსაც და ახალ მწვრთნელსაც, მომზადებისა და სათანადოდ წარმოდგენის საშუალებას მისცემს.

მოკლედ, სწორედ ეს იწვევს კლუბში არასტაბილურობას. თავდაპირველად, დროებითი მწვრთნელი გვყავდა, შემდეგ კი ახალი მენეჯერი ახალი იდეებით და მათი განსახორციელებლად დრო არ ჰქონდა. ეს არის ის, რაც არის, - ციტირებს კუკურელიას სიტყვებს The Athletic.

ლიამ როსენიორი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელია 2026 წლის 8 იანვრიდან. მისი კონტრაქტი 2032 წლის ივნისამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164846