ფეხბურთი

16:35 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის ნაკრების ლეგენდა, ბორისლავ მიხაილოვი გარდაიცვალა

ბულგარული ფეხბურთის ლეგენდა ბორისლავ მიხაილოვი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის ჯერ კიდევ ნოემბერში ინსულტის გამო საავადმყოფოში მოათავსეს და ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა.

მიხაილოვმა ბულგარეთის ნაკრებში 1983-1998 წლებში 102 მატჩი ჩაატარა, მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე 1986, 1994 და 1998 წლებში, ასევე ევრო 1996-ზე.

საკლუბო კარიერაში მიხაილოვი „ლევსკის“, „ბელენენსეშის“, „ბოტევის“, „მულჰოუსეს“, „რედინგის“ და „ციურიხის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.054613