ფეხბურთი

18:56 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ შესაძლოა "ნაპოლის" შემადგენლობას ჩამოაშორონ

რომელუ ლუკაკუ "ნაპოლიში" საწვრთნელ პროცესს არ დაუბრუნდა. სანაკრებო პაუზაზე ბელგიელი ფორვარდი სამშობლოში კლუბის უნებართვოდ დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ იტალიელები ცდილობდნენ მის უკან დაბრუნებას, ჯერჯერობით, ლუკაკუ ნეაპოლში არ გამოჩენილა.

"ნაპოლი" იტყობინება, რომ ფეხბურთელის მიმართ შესაძლოა დისციპლინური ზომები გატარდეს და არაა გამორიცხული, რომ გუნდსაც ჩამოაშორონ.

„კლუბი განიხილავს, თუ როგორ მოიქცეს დისციპლინური ზომების მიღებისას და ასევე განიხილავს რომელუ ლუკაკუს გუნდიდან გარიცხვის საკითხს“, - ნათქვამია "ნაპოლის" განცხადებაში.

რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გამოტოვა, მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ვარაუდობენ, რომ ბელგიელი „აძურის“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ფეხბურთელს უკვე აქვს შეთავაზებები ბრიუსელის "ანდერლეხტიდან", თურქული და საუდის არაბეთის კლუბებისგან.

უცნობია, როდის, ან საერთოდ დაბრუნდება თუ არა, ლუკაკუ ნეაპოლში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167441