ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ირანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია ადამიანების გაერთიანება:
„ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, რადგან პოლიტიკოსები არ ვართ. ჩვენი საქმე ფეხბურთია და ფეხბურთით შეგვიძლია ხალხის გაერთიანება. ძალიან მიხარია, რომ ირანის ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას მართავს და, როგორც უკვე ვუთხარი მედიას, ამ გუნდისთვის მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს. ირანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა და და მონაწილეობას მიიღებს შეჯიბრში. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართოს“, - თქვა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანი მუნდიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ცნობა ფიფას არ დაუდასტურებია, შესაბამისად, არც მისი შემცვლელი ნაკრები დაუსახებელია.
ირანის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ახალი ზელანდიის, ბელგიისა და ეგვიპტის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.







