ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირს ძირითადი ბადის პირველივე წრეში გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი 1/16-ფინალში ხორვატ დინო პრიზმიჩს შეხვდა, რომელთანაც ორ სეტში - 4:6, 2:6 წააგო. პირველ სეტში უფრო მეტად იყო ბრძოლა, ვიდრე მეორეში. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილმა 6 ეისი მიითვალა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ხორვატ ჩოგბურთელს 7 ეისი ჰქონდა, ორმაგი შეცდომა კი არ დაუშვია.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც რეიტინგში 129-ე ნომერია, ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის მოგების შედეგად მოხვდა, მაგრამ პირველი ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა.







