ფეხბურთი

21:22 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ტოტენჰემის" მწვრთნელად რობერტო დე ძერბი დაინიშნა

„ტოტენჰემმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო დე ძერბი დანიშნა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონელებთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა. პირველი მიზანი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, შემდეგ კი კლუბში გაცილებით მაღალი ამბიციები აქვთ.

„მიხარია, რომ ამ ფანტასტიკურ საფეხბურთო კლუბს შევუერთდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და პრესტიჟულია. კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრისას ნათლად დავინახე მათი ამბიციები - შექმნან გუნდი, რომელსაც შეუძლია დიდი მიღწევების მიღწევა, თანაც ფეხბურთით, რომელიც გულშემატკივარს მოეწონება. აქ ვარ, რადგან მჯერა ამ ამბიციის და ხელი მოვაწერე გრძელვადიან კონტრაქტს. ჩვენი მოკლევადიანი პრიორიტეტია პრემიერლიგის დარჩენა, რაზეც სეზონის ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას“, - თქვა დე ძერბიმ, რომელიც ბოლოს „მარსელში“ მუშაობდა.

იტალიელი ასევე წვრთნიდა „ფოჯას“, „პალერმოს“, „ბენევენტოს“, „სასუოლოს“, „შახტარსა“ და „ბენევენტოს“. მისი ხელფასი „ტოტენჰემში“ წელიწადში 14 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემს“ 28 დეკემბრის შემდეგ პრემიერლიგაში 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (5 ფრე, 8 წაგება) და გასავარდნი ზონის ზღვარზეა - „ვესტ ჰემს“ ერთადერთი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163462