ფეხბურთი

21:55 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გრაცის "შტურმში" კიტეიშვილის დაზიანებით შეშინებული არიან

გრაცის „შტურმში“ ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აშფოთებთ. ქართველმა ნახევარმცველმა საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩში კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც 56-ე წუთზე ვილი სანიოლმა შეცვალა.

კიტეიშვილი ნაკრებს ლიეტუვაშიც არ გაჰყოლია და უკვე დაბრუნდა გუნდში, სადაც მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება ტრავმის ხარისხი, მაგრამ ვენის „რაპიდთან“ უახლოეს მატჩს სავარაუდოდ, გამოტოვებს.

„კიტეიშვილი უკვე დაბრუნდა სანაკრებო პაუზიდან და უახლოეს დღეებში გამოკვლევა ჩაუტარდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავადგინოთ არის თუ არა სტრუქტურული პრობლემა, თუ მხოლოდ მცირე პრობლემაა“, - თქვა გრაცული გუნდის პრესმდივანმა შტეფან ჰალერმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 21 შეხვედრაში 12 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირებში ლიდერია, უახლოეს მდევარს 2 გოლით უსწრებს.

„შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 5 აპრილს, „რაპიდს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157127