ფეხბურთი

23:05 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი მოედანზე სიკვდილს გადაურჩა

თურქეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეგემენ კორკმაზმა ხორვატიასთან მატჩის დროს დაცემის შედეგად გონება დაკარგა და საავადმყოფოში მოათავსეს.

კორკმაზმა შეხვედრის 34-ე წუთზე ემოციურად გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება, რომელმაც თურქ ფეხბურთელ დემირ ტიკნაზს წითელი ბარათი უჩვენა. კორკმაზს ფეხი დაუცდა, დაეცა და თავის დარტყმის შედეგად გონება დაკარგა.

მატჩი შეწყდა, 43 წლის მწვრთნელი კი საავამდყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოვიდა და როგორც მედია იტყობინება, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მატჩიც მოგვიანებით განახლდა, რომელიც ხორვატიამ 3:0 მოიგო და ჯგუფს 13 ქულით სათავეში ჩუადგა, ხოლო თურქეთი 11 ქულით მეორე საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095568