ჩეხეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზეა. ფინალში ჩეხეთმა დანიის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.
მესამე წუთზე მასპინძლები სულჩის გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმში ანდერსენმა უპასუხა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც მე-100 წუთზე კრეიჩიმ ჩეხეთის ნაკრები მეორედ დააწინაურა, მაგრამ ჰოგმა 11 წუთში გაათანაბრა - 2:2.
ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა, რომელშიც ჩეხეთმა 3:1 მოიგო (4-დან 3 ზუსტი პენალტი, მაშინ, როცა დანიელებმა 4-დან ერთადერთი გაიტანეს).
ჩეხეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრედ ითამაშებს, 2026 წლის შემდეგ პირველად, ჯგუფურ ეტაპზე კი, მექსიკას, სამხრეთ აფრიკას და სამხრეთ კორეას შეხვდება.







