ფეხბურთი

2:20 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა იაპონიასთან წააგო, ესპანეთმა ეგვიპტეს ვერ მოუგო

მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩების პარალელურად ამხანაგური მატჩებიც გაიმართა.

ინგლისის ნაკრებს ჰარი კეინის გარეშე ცუდი სანაკრებო შეკრება გამოუვიდა: „უემბლიზე“ ჯერ ურუგვაის ვერ მოუგო, ახლა კი იაპონიის ნაკრებთან მარცხი განიცადა - 0:1. კაორი მიტომამ 23-ე წუთზე გაიტანა და აზიელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

ვერ მოიგო ესპანეთის ნაკრებმაც, რომელიც საკუთარ მოედანზე 10-კაციან ეგვიპტეს უგოლოდ დაუზავდა. ნიდერლანდების ნაკრებმა ეკვადორის ნაკრებთან ითამაშა ფრედ (1:1).

მორიგი სანაკრებო ფანჯარა ივნისში იქნება, მუნდიალის მონაწილე ნაკრებები ბოლო რეპეტიციებს გაივლიან ამხანაგური მატჩებით, ხოლო 11 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092614