იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა გადადგომას არ აპირებს და არც ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ „სკუარდა აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა.
გრავინამ ბოსნიასთან იტალიის დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „გატუზოს და ბუფონს დარჩენა ვთხოვე. ჩემი აზრით, ტექნიკური მხარე დაცული უნდა იყოს. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მომავალ კვირას ფედერალური საბჭოს სხდომა გაიმართება, მიუხედავად იმისა, რომ მესმის გადადგომის მოთხოვნის არსი, ამას შევეჩვიე. მე არ გადავდგები“.
შეგახსენებთ, რომ იტალია მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა, მათ შორის, მეორედ, რაც ფედერაციას გაბრიელე გრავინა ხელმძღვანელობს.
იტალიის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში ბოსნიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.





