ფეხბურთი

11:50 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ჩემი მომავალი მნიშვნელოვანი არაა, ბიჭები ასეთ დარტყმას არ იმსახურებდნენ"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ბოსნიის ნაკრებთან მარცხისა და მორიგი ფიასკოს შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ახლა მისი მომავალი მნიშვნელოვანი არ არის და თავისი ფეხბურთელებით ამაყობს:

„ბიჭები დღეს ასეთ დარტყმას არ იმსახურებდნენ. 10 კაცით დავრჩით, სამი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად. სამწუხაროა, ეს ფეხბურთია და ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ეს მტკივნეულია, რადგან გასვლა გვჭირდებოდა საკუთარი თავისთვის, მთელი იტალიისთვის და ჩვენი მოძრაობისთვის. ეს მძიმე დარტყმაა.

არ მინდა არაფერზე საუბარი, მაგრამ დღეს უსამართლობაა. წლებია, ფეხბურთის სამყაროში ვარ, ხანდახან გამარჯვებას ვაღწევდი და დღეს დარტყმას ვიღებ. ძნელი ასატანია, მაგრამ ბიჭებმა გულით ითამაშეს. ბოდიშს ვიხდი, თუ ვერ შევძელი, მაგრამ ბიჭებმა დღეს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

ჩემს მომავალზე საუბარი დღეს მნიშვნელოვანი არაა, მთავარი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა იყო. შედეგი მტკივნეული და იმედგამაცრუებელია“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ იტალია მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა, მათ შორის, მეორედ, რაც ფედერაციას გაბრიელე გრავინა ხელმძღვანელობს.

იტალიის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში ბოსნიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087442