კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.
აფრიკელებმა პლეი-ოფში იამაიკის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში 1:0 დაამარცხეს. 101-ე წუთზე აქსელ ტუანზებემ გაიტანა ერთადერთი გოლი.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ გავიდა, პირველად 1974 წლის შემდეგ, როცა ზაირის სახეით ითამაშა.
ჯგუფურ ეტაპზე კონგოელთა მეტოქეები პორტუგალია, კოლუმბია და უზბეკეთი იქნებიან.







