ფეხბურთი

13:10 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "ივნისამდე არ გადავდგებით, შემდეგ სიტუაციას შევაფასებთ"

იტალიის ნაკრების გუნდის მენეჯერმა ჯანლუიჯი ბუფონმა ბოსნიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ივნისამდე გადადგომას არ აპირებენ, არც ის და არც ჯენარო გატუზო.

„დელიკატური მომენტია, ზუსტი შეფასებების გასაკეთებლად დრო გვჭირდება. სეზონი ივნისში მთავრდება და მანამდე, ვფიქრობ, სწორი და მიზანშეწონილია, ფედერაციისა და პრეზიდენტისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ნდობა გამოგვიცხადა, ხელმისაწვდომი ვიყოთ. რაღაცის შეცვლა და გაუმჯობესება გვქონდა განზრახული, ყველაზე დიდი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იყო. ივნისამდე აქ ვართ, რადგან ეს სწორია, შემდეგ კი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომი შეფასებებისთვის“, - თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ იტალია მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა, მათ შორის, მეორედ, რაც ფედერაციას გაბრიელე გრავინა ხელმძღვანელობს.

იტალიის ნაკრები პლეი-ოფის ფინალში ბოსნიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085829