კალათბურთი

11:20 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 16 ქულა და "ტორონტოს" მარცხი "დეტროიტთან"

NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "დეტროიტ პისტონს" დაუპირისპირდა და 116:127 დამარცხდა.

მიუხედავად გუნდის მარცხისა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, ქართველმა პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 16 ქულას, 6 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მის პასივში 1 ტექნიკური ჯარიმა და 1 დაკარგვაა.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 42 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 2 აპრილს საკუთარ დარბაზში "საკრამენტო კინგის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090965