კალათბურთი

12:35 | 1.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდომ" "ფინიქს სანსი" დაამარცხა, ბითაძემ 3 ქულა ჩააგდო

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ დარბაზში "პენიქს სანს" უმასპინძლა და მეტოქე 115:111 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, სადაც მასპინძლებმა 21:17 იმარჯვეს და "ტორონტოსთან" დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ ხასიათი გამოისწორეს. გოგას გუნდიდან გამორჩეული მატჩი ჩაატარა დესმონდ ბანემ, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

გოგა ბითაძემ დღევანდელ მატჩში პარკეტზე 14:02 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 3 ქულას, 2 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ქართველმა ცენტრმა ქულები საჯარიმო სროლიდან დააგროვა - 4-დან 3-ჯერ ისროლა ზუსტად.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 40 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 2 აპრილს საკუთარ დარბაზში "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165265