მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილეს ვინაობა ცნობილია. ბოლო ნაკრები, რომელმაც მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვა ერაყი იყო, რომელმაც პლეი-ოფის ფინალურ დაპირისპირებაში საკუთარ მოედანზე ბოლივიის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე 40 წლის შემდეგ ბრუნდება.
ერაყმა აქტიურად დაიწყო და უკვე მე-10 წუთზე დაწინაურდა კიდეც, გოლი ალი ალ ჰამადიმ გაიტანა. ბოლივიამ საპასუხო ოლი ტაიმის მიწურულს გაიტანა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. პირველი ტაიმის მსგავსად მასპინძლებმა მეორე და როგორც შემდეგ გაირკვა გამარჯვების მომტანი გოლი 53-ე წუთზე გაიტანეს, თავი ამჯერად აიმენ ჰუსეინმა გამოიჩინა. მიუხედავად ბოლივიის დიდი უპირატესობისა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და ერაყმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ერაყი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე I -ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მოწინააღმდეგეები: საფრანგეთის, სენეგალის და ნორვეგიის ნაკრებები იქნებიან.







