არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ზამბიის ნაკრებთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 5:0 გაანადგურა.
მატჩის მე-4 წუთზე ანგარიში ხულიან ალვარსმა გახსნა, ხოლო 43-ე წუთზე არგენტინის უპირატესობა ლიონელ მესიმ ორბურთამდე გაზარდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის კარიერაში ეს 902-ე გოლი გახდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ სამი უპასხუო ბურთი გაიტანეს და საბოლოო ჯამში სკალონეს შეგირდებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე J-ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები: ალჟირის, ავსტრიის და იორდანიის ნაკრებები იქნებიან.







