ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მატჩის მიწურულს გატეხა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ დროში გაიხსნა, ვინისუსის პასის შემდეგ თავი დანილომ გამოიჩინა. ხორვატებმა ლევრონ მაიერის გოლით 84-ე წუთზე გაათნაბრეს და ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 88-ე წუთზე ჯერ იგორ ტიაგომ პენალტით გაიტანა და თავისი ნაკრები წინ გაიყვანა, ხოლო 90+2 წუთზე მარტინელიმ კიდევ ერთხელ შეძლო გატანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე C-ჯგუფში მაროკოს, შოტლიანდისს და ჰაიტის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს, ხოლო ხორვატია L-ჯგუფში: ინგლისთან, განასთან და პანამასთან მოსინჯავს ძალებს.







